ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობას გაესაუბრნენ

2017-10-14 16:41:08

ლეიბორისტული პარტიის, რუსთავის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები მოსახლეობას რუსთავის ქუჩებში შეხვდნენ და არჩევნბეში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე გაესაუბრნენ. პარტიის წარმომადგენლაბმა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებიც დაარიგეს.