აქცია "ირაკლი ჩემი მეგობარია"

2017-10-14 13:41:15

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია - „ირაკლი ჩემი მეგობარია“ გამართეს. აქციის ფარგლებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა მაჟორიტარობის კანდიდატებს, სპორტის, კულტურის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და გაესაუბრა. შეხვედრის ბოლოს, აქციის მონაწილეებმა თავიანთი რჩევები ღია წერილის სახით წარმოადგინეს. აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობას მოუწოდეს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ვიდეოს სახით და გააგზავნონ ფეისბუქ გვერდზე „ირაკლი ჩემი მეგობარია“ სათაურით - „ირაკლი ჩემი მეგობარია“.