იტალიაში, ქალაქ ლინიანოში სამართალდამცავებმა 3 ახალგაზრდა ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ქართველები ავტომობილში სხდებოდნენ, რა დროსაც კარაბინერებმა საეჭვო მოქმედებები შენიშნეს. სამართალდამცავები ახალგაზრდებს აედევნენ და გააჩერეს. მათ ქართველებს ავტომობილში მოპარული ნივთები უპოვეს.
საქართველოს მოქალაქეებს ბრალად რამდენიმე სახლის ძარცვა ედებათ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.