რუსთავში XXI მიკრო-რაიონში მაღაზიას ცეცხლი წაეკიდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, თუმცა მაღაზიაში არსებული პროდუქტის თითქმის ნახევარი განადგურებულია. ადგილობრივების თქმით მაღაზია ახალი გახსნილია, მარკეტის მეპატრონე "ინფო რუსთავთან" კომენტარს არ აკეთებს. გავცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს იმ ადგილზე გაუჩნდა, სადაც კონდიციონერები და სამაცივრო სისტემა იყო დამონტაჟებული. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.