სტუდენტი რეჟისორების კონკურსი რუსთავის თეატრში

2022-11-11 18:04:50

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში სტუდენტი რეჟისორების კონკურსი ჩატარდა.

როგორც თეატრის ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გამარჯვებული რეჟისორი რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლს დადგამს და ამავდროულად, მიიღებს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის 1 წლიან დაფინანსებას.

"კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თეატრალურ უნივერსიტეტთან, რომ სტუდენტი რეჟისორებისთვის გაიმართულიყო კონკურსი. მათ კომედიური პიესებიდან აქვთ ნაწყვეტები შერჩეული და ჟიური გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება გამარჯვებული სტუდენტი რეჟისორი, რომელიც დადგამს სპექტაკლს ჩვენს თეატრში და ამავდროულად, მიიღებს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის 1 წლიან დაფინანსებას. ვფიქრობ, ეს სტუდენტებისთვის არის ძალიან სასიამოვნო ფაქტი", - განაცხადა ნემსაძემ.

კონკურსს 9 მონაწილე ჰყავს, გამარჯვებული რეჟისორი კი ხვალ გამოვლინდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები