14-17 ოქტომბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 ოქტომბერი - 20°C, 15 ოქტომბერი - 18°C, 16 ოქტომბერი - 14°C, 17 ოქტომბერი - 17°C.