რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-11-09 19:52:40

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.