რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ინფორმაციით პირს ბრალად ნარკორეალიზება ედება.
სპეცდანიშნულების რაზმი, თავდაპირველად ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებზე იყო მობილიზებული. მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმის ქუჩა გადაკეტა, აღნიშნულ მისამართზე სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნახეთ ვიდეო.