ვარკეთილში ახალგაზრდა ქალს ავტობუსი დაეჯახა.
დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.