მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავდა კიდევ ორი პირი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა აცხადებს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
"მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 2 პირი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს", - აცხადებს მერის წარმომადგენელი.