ნისლიანი და ნალექიანი ამინდი

2022-11-07 13:04:40

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 ნოემბერი  + 10 °C, 9 ნოემბერი  + 14 °C, 10 ნოემბერი  + 13 °C, 11 ნოემბერი + 12 °C.