სეზონური ინფექციების შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია

2022-11-07 11:30:14

საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპისმაგვარი ინფექციების ლაბორატორიულად დადასტურებული 392 შემთხვევა დაფიქსირდა. წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი სამჯერ ნაკლები იყო და 128-ს შეადგენდა.
მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება სეზონური ეპიდსიტუაციის კიდევ ერთ ინდიკატორს – მწვავე რესპირატორული ინფექციების წილს ჰოსპიტალიზაციის საერთო რაოდენობაში, ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. წინა წლის იგივე პერიოდში კი 32%-მდე იყო (რაც კოვიდის შემთხვევებს უკავშირდებოდა).
რაც შეეხება მოცირკულირე ვირუსებს, მათ შორისაა A/H1, რინოვირუსები, ბოკავირუსი, რესპირატორული სინსიტიალური ვირუსები, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, კოვიდ 19 და სხვა.