ავტომობილი ჯერ ხეს დაეჯახა შემდეგ კი ამოტრიალდა [ვიდეო\video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სოფელ გამარჯვებაში, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ერთ ხეს შეეჯახა, შემდეგ მეორეს, გადატრიალდა და ბოლოს ეზოს ჭიშკართან გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ავტომობილში მყოფი, 30 წლამდე მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.