ჰაერის დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, ფაროსანა თბილ ადგილებს ეძებს, შესაბამისად მიმდინარე პერიოდში, მწერი ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სახლებში. ერთ-ერთი ეფექტური და მარტივი გზა თუ როგორ უნდა ვებრძლოთ სახლის პირობებში აზიურ ფაროსანას ნახეთ ვიდეოში.
ჯამში ჩაასხით საპნიანი წყალი ან ჭურჭლის სარეცხი ჟელე და ააქაფეთ. ჯამი დადგით ღამით და დაანათეთ მაგიდის სანათი ისე, რომ ოთახში სხვა განათება არ იყოს. დილით ჯამში უამრავ დამხრჩვალ ფაროსანას აღმოაჩენთ. ნახეთ ვიდეო.