რუსთავში მხატვარ, ლაშა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
საგამოფენო სივრცეში თვითნსაწავლი მხატვრის 90-მდე ნახატი იყო გამოტანილი. როგორც ლაშა კალანდაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ტილოზე ძირითადად, თბილი, ოჯახური მოგონებები და ქალაქ რუსთავის ხედები გადააქვს.
მხატვრის თქმით, მას და მისი შემოქმედების მოყვარულებს, სწორედ რუსთავის სიყვარული აერთიანებთ.
ლაშა კალანდაძის ნამუშევრებს, გმირდა მოედნის მიმდებარედ ახლად გახსნილმა, ღია საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.