ლეონიძის სკვერში დარგული 20-მდე წიწვოვანი მცენარე უცნობმა პირებმა მოიპარეს. სკვერში ბოლოს გამწვანების აქცია დაახლოებით 10 დღის წინ გაიმართა და 150-მდე ხე დაირგო, თუმცა მოსარწყავად მისულ მერიის აიპი-ს თანამშრომლებს სულ უფრო ცოტა ნერგის ხვდებათ ადგილზე. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის ქუჩაზეც, სადაც 16 ნერგი მოიპარეს. მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა ააიპ "უზრუნველყოფა" მცენარეების დარგვას და დანაკლისის შევსებას საკუთარი რესურსებით მაინც ახერხებს.