რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.