"ბავშვები და დედა ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ" - აცხადებენ ინგოროყვას კლინიკაში.
ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თან, 7 თვის ჩვილი და 7 წლის ბავშვი ახლდა, მსუბუქი ავტომობილი გუშინ დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, თავდაპირველად პაციენტები კლინიკა "რუსთავში" შეიყვანა, მოგვიანებით კი მათი გადაყვანა, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოხდა.
როგორც ინგოროყვას კლინიკაში " ინფო რუსთავს" განუცხადეს, შესვლისთანავე პაციენტებს ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდათ, ამ დროისთვის კი ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.