რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2022-10-27 20:07:46

კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალური განცხადება.

29 ოქტომბერს, კომპანია "რუსთავის წყალი" ხრამის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ  სამუშაოებს ჩაატარებს. ხრამის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ახალი ტუმბო-აგრეგატი, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.

ტექნიკური სამუშაოები 29 ოქტომბერს ღამის 00:30 საათიდან დაიწყება,  მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 30 ოქტომბრის დილის 08:00 სთ-ზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან  30 ოქტომბრის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება - ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს.

29 ოქტომბრის ღამის 00:30 საათიდან 30 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე - ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.