რუსთავში მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერა. არსებული ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
სამართალდამცავებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით, ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს.