რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-10-26 20:21:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, გოგოლის, ჭყონდიდელის ქუჩებზე, ახალ სამგორში.

14:30-დან 18:30 საათამდე მე-7, მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-19 მიკრორაიონებში, მოდებაძის, ლეონიძის, აღმაშენებლის, 1 მაისის ქუჩებზე, ფოლადაანთკარში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.