ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს

2017-10-11 20:26:54

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ მომენტისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება. ოჯახის წევრები აცხადებენ რომ მსახიობს გულის შეტევა ჰქონდა.

ლიკა ქავჟარაძე 58 წლის იყო. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. დარჩა მეუღლე და ერთი ვაჟი ლევან თაქთაქიშვილი. ლიკა ქავჟარაძეს განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმმა "ნატვრის ხე"-მ მოუტანა.