მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმციით, კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ: 120-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.