რუსთავის ერთ- ერთ საწარმოში დამზადებულ პროდუქტში, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს.
კერძოდ, კვლევების საფუძველზე, საწებლებში რომლებსაც შპს "გემო" აწარმოებდა, აკრძალული საღებავი Sudan I, აღმოჩნდა. საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.
“სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად.
შპს "გემო" "ინფო რუსთავს" დალუქული დახვდა.
დარღვევის გამო, შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირებ
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებენ, თუ შეძენილი აქვთ აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ.