პოლონეთში ავარიას 3 ქართველი ემსხვერპლა [video]

2022-10-22 11:50:37

პოლონეთში, პოზნანის ახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქართველი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ქართველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა.

დაშავებულები ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და სამართალდამცავები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები