გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის დედა დამრიგებელსა და თანაკლასელებს შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს.
ქალის განცხადებით, თავდაპირველად ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის მოხდა, რის შემდეგაც სკოლის ეზოში ჩასულმა მასწავლებელმა მის შვილზე იძალადა.
მშობლები დისციპლინური კომიტეტის შეკრებას და მომხდარის განხილვას ითხოვენ, თუმცა, ამბობენ, რომ სკოლის დირექტორმა მათი განცხადება არ დაარეგისტრირა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა და კლასის დამრიგებელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
გურჯაანის რესურცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მშობლის მიმართვის საფუძველზე საქმის წარმოება უკვე დაწყებულია.