ბექა გურულის წარმატებული ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზე

2022-10-20 11:17:16

ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსთაველი სპორტსმენი, ბექა გურული ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გურულმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი ალი ჰალილ ჰანჩი დაამარცხა.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსთაველმა სპორტსმენმა, 82 კგ კატეგორიაში იასპარეზა.

როგორც რუსთაველმა სპორტსმენმა განაცხადა, მან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედალი, პირადი მწვრთნელის - ომარ მაისურაძის ხსოვნას მიუძღვნა.