გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

2022-10-19 18:44:38

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი პირველ სკოლასთან ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს.