"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა XI მკრ-რაიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებზე გაესაუბრა. კორპუსის მაცხოვრებლები აფხაზეთიდან დევნილები არიან, მერობის კანდიდატთან საუბარში მათ რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, ესენია სახურავის გადახურვა, ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ირაკლი ტაბაღუა დეტალურად გაეცნო პრობლემებს და აღნიშნა რომ პროექტების ნაწილზე რუსთავის თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, ნაწილს კი მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად მოაგვარებს. XI მკრ-რაიონის შემდეგ მერობის კანდიდატი ჭყონდიდელის დასახლების და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ®