როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები

2022-10-17 11:02:12

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 ოქტომბერი  + 18 °C, 20 ოქტომბერი + 23 °C, 21 ოქტომბერი + 18 °C, 22 ოქტომბერი + 17 °C.