"ლელომ" ახალი ოფისი გახსნა

2022-10-16 14:59:01

რუსთავში „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა.

პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას, განახლებული გუნდი წარუდგინეს.

ოფისს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, დავით სულაძე უხელმძღვანელებს.

"ჩვენ შემოგვიერთდა დავით სულაძე, რომელიც არის რუსთავის საკრებულოს წევრი და შესაბამისად დღეიდან, ლელოს ჰყავს თავის წარმომადგენელი რუსთავის საკრებულოში, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს რუსთაველების პრობლემების მოგვარებაზე, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება და იცნობს ყველა იმ პრობლემას რომელიც ქალაქშია" - ბადრი ჯაფარიძე.

დავით სულაძემ, პარტიის ლიდერებეს გამოცხადებული ნდობისთვსი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმასვლისთვის დღეიდან, სწორედ "ლელოს" სახელით იბრძოლებს.

"ლელოს" ახალი ოფისი რუსთავში, კოსტავას 10 ნომერში გაიხსნა.