ნინოწმინდა-ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ხოსპიოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის ჯიპი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი მძიმე დაზიანებებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.