როგორია რუსთავში შვილის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

2022-10-15 20:09:02

რუსთავში შვილის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არაფერი შეცვლილა, როგორც იყო, ისევ ისეა. რეანიმაციაში რჩება, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია, უნდა იყოს იზოლირებული და ინტენსიური მოვლის რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ეს მკურნალობა, ვიდრე არ გვეტყვის მკურნალი ექიმი, რომ გადავიყვანოთ თერაპიულ განყოფილებაში", - აცხადებს ბახტაძე.

შეგახსენებთ, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა.

19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა.