ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა.
შემთხვევით გადარჩენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გამოსაკვლევად კლინიკაში გადაიყვანეს.
"ეს ბიჭი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა და შეიძლება ითქვას, დღეს მეორედ დაიბადა", - ამბობენ თვითმხილველები.
წყარო: ტელეკომპანია "რიონი"