რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-10-14 00:22:03

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს 11:15 საათიდან 16:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში: მეგობრობის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.