დენის დარტყმის შედეგად ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, არასრულწლოვნები შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.
"ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.