რუსთავის მერობის კანდიდატი „სტამბულის“ ბაზარში დასაქმებულებს შეხვდა

2017-10-10 10:27:31

რუსთავის მერობის კანდიდატი „სტამბულის“ ბაზარში დასაქმებულებს შეხვდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ეგრედ წოდებულ „სტამბულის" ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა. ირაკლი ტაბაღუამ განახლებული სავაჭრო სივრცე დაათვალიერა და მოვაჭრეებს ესაუბრა.

„ჩვენი გუნდის ძირითადი ამოცანა მოსახლეობაზე ზრუნვაა. მე, როგორც რუსთავში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც ძირეულ შესწავლას საჭიროებს.“ - განაცხადა ტაბაღუამ და დასძინა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. ®