როდის დასრულდება რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობა [video]

2022-10-18 12:47:21

რუსთავში,  მე-12 მიკრორაიონში სპორტის სასახლის მშენებლობა 2023 წლის მარტში დასრულდება. [ვიდეო/video]

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "არალში" განუცხადეს, რომელიც სპორტკომპლექს აშენებს.

მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტში კორექტირებაა საჭირო, რის გამოც სამუშაოების დასრულებისთვის კიდევ 3 თვე დასჭირდებათ.

"ტექნიკურ ცვლილებებს საჭიროებს ტერიტორიიდან გამომდინარე. ეს არ არის არც დამკვეთზე და არც შემსრულებელზე დამოკიდებული. არის გარკვეული ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც ითხოვს გარკვეულ დროს. პლუს ამას არის სამუშაოები, რომლებსაც შეთანხმება სჭირდება სხვა ორგანოებთან და მათ სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ",- აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო პროექტი "აზიის განვითარების ფონდის" მიერაა დაფინანსებული. მშენებლობისთვის 19 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები