ვარშავაში საქართველოს სამ მოქალაქე დააკავეს. მათ ძარცვასა და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. სამივე დაკავებულს ადგილობრივმა პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
ქართველები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით სავსე სეიფის გატაცებას ცდილობდნენ.
სამივე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.
მომხდარის დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.