ვინ არის ბიჭი, რომელიც რუსთავში ტრაგიკულად დაიღუპა

2022-10-11 21:33:16

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ბიჭი 20 წლის დავით მაჭარაშვილია.

ახალგაზრდა რუსთავში კოლეჯ "მოდუსში" სწავლობდა და ბიძაშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის დავით მაჭარაშვილი მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

ცხედარი უკვე საჩხერეში მის მშობლიურ სახლში გადაასვენეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები