ახმეტელის ქუჩაზე სახანძრო გამოიძახეს

2017-10-09 20:20:45

ახმეტელის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე, ბინაში მესაკუთრემ შეშის ღუმელი აანთო. ღუმელიდან კვამლი სადარბაზოში გამოვიდა, მეზობლებმა კი სახანძრო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ნახეს რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა, მოხდა დაკვამლიანება. ბინის მესაკუთრეს ყურადღებისკენ მოუწოდეს და მისამართი დატოვეს.