საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ფ-ს, ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ზოდები (საერთო წონა 2,202.2 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 130,749.13 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.