როდის დაიწყება არდადეგები სკოლებში

2022-10-07 14:19:51

საქართველოს მასშტაბით 2022-2023 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყო.

ცნობილია, რომ პირველი სემესტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 29 დეკემბერს დასრულდება და შესაბამისად დაიწყება ზამთრის არდადეგები, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება.

არდადეგების დაწყებამდე კი სკოლებში სასწავლო დღეებს 2 ოფიციალური დასვენების დღე ემთხვევა, 14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა, და 23 ნოემბერი, გიორგობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები