ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, კლასელები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, რაც შემდეგ სკოლასთან ახლოს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაშავებული მოზარდა თავდაპირველად სახლში წავიდა, თუმცა შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.