მღრნელები სადარბაზოებში

2017-10-09 18:57:01

მესხიშვილი ქუჩის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დახმარბის თხოვნით დაუკავშირდნენ. აღნიშნული ქუჩის #14 ბინის მაცხოვრებლების ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში მღრნელები მომრავლდნენ. ადგილობრივების გნცხადებით, მღრნელების სიმრავლის გამო სადარბაზოებში გადაადგილება უჭირთ.

მსგავსი საკითხების მოგვარება "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ პრეროგატივაა.

სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.