10 ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტი რეაბილიტაციის გამო ორი კვირით დაიხურება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. რეაბილიტაციის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
"ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება," - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.
FlyArystan-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს. რაც შეეხება Wizz air-ს, ის თბილისიდან კვირაში 39 რეისს შეასრულებს. Wizz air Abu-Dhabi კვირაში 4 ფრენას შეასრულებს ასევე თბილისიდან. ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia კი ბათუმის აეროპორტში დაამატებს სიხშირეებს, რომელიც ბათუმიდან აქამდეც დაფრინავდა. შედეგად ჯამში ავიაკომპანია კვირაში სამ სიხშირეს დაამატებს.