ჯარიმები იზრდება

2022-10-06 12:16:16

პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა და 81 ხმით, ერ­თხმად, მხა­რი და­უ­ჭი­რა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს.

ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ზრდას შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 150 ლა­რი­სა.

ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა ხმა­უ­რის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხსაც. ერთი მხრივ, მთვა­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი დონე. მე­ო­რე მხრივ კი, ისე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რი აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ ნორ­მებს,გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლებს 10 ქულა და­აკ­ლდე­ბა.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ე.წ. დრიფ­ტე­ბის აკ­რძალ­ვას. კერ­ძოდ, ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბა/მოს­რი­ა­ლე­ბა ან/და მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ე.წ. დრიფ­ტი, გარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 30 ქუ­ლის დაკ­ლე­ბას. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნას მოჰ­ყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გე­ბო­ბის, სხვა ქო­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა იქ­ნე­ბა 500 ლარი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბის და ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით გა­მო­ყე­ნე­ბა­საც შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის მი­ნე­ბი და­მუ­ქე­ბუ­ლია ან მათი შუქ­გამ­ტა­რო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით 50-ის ნაც­ვლად, ხოლო ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 200 ლა­რი­სა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.