ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის ბაგა-ბაღების ფილიალების გამგეებს შეხვდა. გუბერნატორმა ბაღებში არსებული პრობლემები და ვითარება, გემგეებისგან პირადად მოისმინა. ნემსაძის განცხადებით, ძირითადი საკითხი, რაც შეხვედრაზე განიხილეს ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემები და ქალაქში ბაგა-ბაღების სიმცირე იყო.
ქვემო ქართლის გუბერნატორი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს. გრიგოლ ნემსაძის განმარტებით, შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების მოგვარება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დამატებითი დონორების მძიებითაა შესაძლებელი.