გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 ოქტომბერი + 29 °C, 6 ოქტომბერი + 25 °C, 7 ოქტომბერი + 23 °C, 8 ოქტომბერი + 20 °C.