რუსთავში, მამაკაცი უკანონოდ თევზაობდა
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში, მდინარე მტკვარში (ე.წ. ახალ ხიდთან) 50 წლამდე მამაკაცი სახლართი ბადით თევზაობდა.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა პირი გამოავლინა და ადგილზე კრიმინალური პოლიცია გამოიძახა.
მამაკაცი უკანონო თევზჭერის ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა.